•  

          სკოლის მისიაა აღზარდოს თანამედროვე ცოდნითა და  ეროვნული თვითშეგნებით აღჭურვილი შემოქმედი მოქალაქე, რომელიც წარმატებული იქნება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

          2030 წლისთვის სკოლა თავს ხედავს, როგორც აღიარებულ და წარმატებულ სასწავლო დაწესებულებას, რომელიც გამოირჩევა სწავლა-სწავლების პროცესის ინოვაციურობით, ორგანიზაციული კულტურით, სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებათა პატივისცემითა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.

           

          დასახული მიზნების მისაღწევად სკოლა ხელმძღვანელობს  ფუნდამენტური ღირებულებებით:

          • სწავლება-სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ამ პროცესში კრეატიულობისა და ინოვაციურობის წახალისება;
          • ღიაობა და გამჭვირვალობა;
          • პროფესიონალიზმი და მუდმივი განვითარებისაკენ სწრაფვა;
          • თანამშრომლობა, გუნდურობა და პასუხისმგებლობა;
          • მიუკერძოებლობა, სამართლიანობა და თანასწორობა.