სიახლეები
რუსთავის მედიათეკაში
- 03/11/2026
ბათუმელი სტუმრების გამოხმაურება რუსთავში ვიზიტზე
- 03/11/2026
ორდღიანი სასწავლო_ შემეცნებითი ვიზიტი საქართველოს ულაზეს ქალაქ რუსთავში.
ბათუმის მომავლის სკოლის XI კლასელები სკოლის დირექტორთან და მასწავლებლებთან Tamar Jibladze მარი მჟავანაძე ერთად ესტუმრა რუსთავის სკოლა მილენიუმს.
საოცრად თბილი და შთამბეჭდავი დახვედრა სკოლა მილენიუმში.
30.10.2026
=აკადემიურობა და მოსწავლის სიყვარულით გაჯერებული აქტივობები.
= თანამშრომლობითი მემორანდუმის გაგრძელება
=მოსწავლეების გაცნობა და საერთო ინტერესის აღმოჩენა.
= თვითმმერთველობის თავმჯდომარეების მემორანდუმი.
= სკოლის ისტორიის გაცნობა.
=სკოლის ბიბლიოთეკართან შეხვედრა =ინგლისურის დაუვიწყარი გაკვეთილი ინგლისურენოვან მასწავლებელთან.
= კულინარიის კლუბთან შეხვედრა
=სტუმრობა რუსთავის ვიდეოთეკაში.
ბათუმისა და რუსთავის ისტორიული ადგილები.
= დღის შეჯამება მრგვალ მაგიდასთან
მადლიერება მილენიუმის სასკოლო საზოგადოოებას და მათ შეუდარებელ
ხელმძღვანელს ქ .ელზას.
ინგლისურის საერთო გაკვეთილი
- 03/11/2026
ბათუმელ მოასწავლეებთან მილენიუმის დამეგობრებას ჩვენმა ბრიტანელმა მასწავლებელმა ოდრიმ კიდევ უფრო სახალისო და ნათელი ფერები შესძინა speaking შეხვედრა უამრავი აქტივიბოთ გაამდიდრა და მოსწავლეებმაც მეგობრობის ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. მადლობა ბათუმის მომავლის სკოლას სტუმრობისთვის
ბათუმის მომავლის სკოლა მილენიუმში
- 03/11/2026
- 7
დღეს რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმს“ ბათუმის „მომავლის სკოლის“ მოსწავლეები და მასწავლებლები ესტუმრნენ!
ჩვენი მოსწავლეები სტუმრებს დიდი სიხარულით დახვდნენ. ჩატარდა შეხვედრა ბიბლიოთეკაში ქალბატონ ცირა ბულაშვილთან, კულინარიის კლუბმა კი სტუმრებს საჩვენებელ მასტერკლასსა და დეგუსტაციაზე უმასპინძლა.
ასევე ძალიან საინტერესო გამოვიდა ინგლისურის გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა მასწავლებელმა ოდრი სკოტმა ჩაატარა - აქტივობები ბავშვების დაახლოებასა და დამეგობრებას დაეთმო.
ამ წუთებში მედიათეკაში იწყება დისკუსია - „ქალაქთაშორის კულტურათა დიალოგი“, საღამოს კი წინ მხიარული გასართობი პროგრამა გველოდება. მოკლედ და ვრცლად, დღევანდელი დღის ამბებსა და შთაბეჭდილებებს ნელ-ნელა მოგაწვდით!
ხვალ ჩვენი სტუმრები რუსთავის მუზეუმს, პარკსა და ისტორიულ ციხეს მოინახულებენ, ბოლოს კი ისევ სკოლა „მილენიუმში“ შევიკრიბებით.
გვიხარია, რომ წინ ასეთი ემოციებით სავსე დღეები გველოდება!
ანბანის ზეიმი
- 03/11/2026
სკოლა მილენიუმში იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში 29 ოქტომბერს გამოიფინა ჩვენი ბიბლიოთეკის თანამშრომლის, კალიგრაფის ცირა ბულაშვილის კალიგრაფიული ნამუშევრები.
ამ ხელოვნების ნიმუშებში ნათლად ჩანს ჩვენი, ქართული ანბანის დიდებულება, სილამაზე!
დაწყებითი საფეხურის კათედრის კვირეული
- 03/11/2026
სკოლა მილენიუმში 27 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა იაკობ გოგებაშვილის კვირეული, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები.
მათ კიდევ ერთხელ მოისმინეს ინფორმაცია პედაგოგიკის ფუძემდებლის შესახებ, ნახეს დოკუმენტური ფილმი და ანიმაცია "როგორ შექმნა იაკობ გოგებაშვილმა დედა ენა".
ფილმის ნახვის შემდეგ ჩვენმა მე-3 და მე-5 კლასის მოსწავლეებნა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი ხელნაწერი წიგნი "იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობები".
ამასთანავე მე-6 კლასის მოსწავლეებმა ლექსით მიულოცეს ჩვენს მასწავლებლებს მასწავლების ეროვნული დღე და მათ, ვინც ახლა ჩაერთო პედაგოგურ მოღვაწეობაში, წარმატებები უსურვეს.
28 ოქტომბერს კვირეულის ფარგლებში მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სპექტაკლი "ჯიუტი თხები", შემდეგ კი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შექმნეს ილუსტრაციები შექმნილი შთაბეჭდილებების მიხედვით.
სკოლა მილენიუმი კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს!
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები 2026
- 20/10/2026
კოლა მილენიუმის მე-8 კლასის მოსწავლის, სანდრო გუგეშაშვილის, სკოლის თვითმართველობის საარჩევნო პროგრამა:
1. მილენიუმის მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ სარეკლამო მიზნით სკოლის ტიკ-ტოკ გვერდისა და ინსტაგრამგვერდის შექმნა, რომელსაც მართავენ თვითმართველობის წევრები.
2. ჭადრაკის კლუბის შექმნა, სადაც კლუბის წევრები მოემზადებიან როგორც შიდა, ისე სკოლებსშორისი ტურნირებისთვის .
3. მაღალ კლასებში ისტის კლუბის შექმნა, ან საათის დამატება სასკოლო საათობრივ ბადეში, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება კომპიუტერული უნარების შესწავლა/გაძლიერებაში, მათ შორის AI-მიმართულებით.
4. სკოლაში დაინერგოს მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიებები მათ შორის იოგა, მმმ, ფეხბურთი, ბილიარდი...
5. მოსწავლეებს/ კლასებს შორის სოციალიზაცია/დამეგობრების პროგრამა, რომელიც დაეფუძნება ერთობლივ ექსკურსიებსა და სხვა ღონისძიებებს.
6. თვეში ერთხელ სკოლისა და მისი შემოგარენის დასუფთავების აქცია.
7. ანონიმური წერილების ყუთი მოსწავლეთა საჩივრებისა და წინადადებებისთვის.
8. სკოლის სასადილოში საბარათე სისტემის დანერგვა.
სიახლე მილენიუმში
- 16/10/2026
ხელების დაბანის დღე
- 16/10/2026
დღე უცნაურად და საინტერესოდ დაიწყო სკოლა „მილენიუმში“! ხელების დაბანის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის ფოიესა და ეზოში ყველას „სუფთა ხელების ელჩები“ ხვდებოდნენ. ისინი მთელ სასკოლო საზოგადოებას მთავარი გზავნილით მოუწოდებდნენ: „გავავრცელოთ არა მიკრობები, არამედ კარგი ჩვევები — ხშირად დავიბანოთ ხელები!“მოსწავლეებმა ყველას კიდევ ერთხელ შეახსენეს ოქროს წესი: „ზრუნვა ჯანმრთელობაზე იწყება პატარა ნაბიჯით — ხელების დაბანით!“აქტივობის შემდეგ, I–IV კლასების მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში გადაინაცვლეს, სადაც ისაუბრეს ჰიგიენის მნიშვნელობაზე და მოისმინეს გიორგი კეკელიძის სპეციალურად ამ დღისთვის განკუთვნილი ზღაპარი — „თომა და დიდი საიდუმლო“
გაიცანით მილენიუმის ახალი მასწავლებელი
- 16/10/2026
სიახლე მილენიუმში
- 16/10/2026
მილენიუმის ახალი ვებგვერდი
- 16/10/2026
დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენი მეთერთმეტეკლასელის, გიორგი აბრამიშვილის მიმართ, რომელმაც რუდუნებითა და სიყვარულით ააწყო მშობლიური სკოლის სავიზიტო ბარათი - ვებგვერდი.
საიტი, რა თქმა უნდა, უნიკალური არ არის, თუმცა საკმაოდ დახვეწილია. რაც მთავარია, მოსწავლემ გამოხატა თავისი პატივისცემა და სიყვარული მშობლიური სკოლის მიმართ. ამიტომ ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრნი, მოინახულეთ ვებგვერდი და თქვენი კომენტარებით თუ მოწონებებით გაამხნევეთ ახალგაზრდა პროგრამისტი და შემოქმედი. გთავაზობთ ვებგვერდის ბმულს: მილენიუმის ახალი ვებგვერდი.
ვიზიტი თერჯოლაში
- 15/10/2026
11 ივნისს სკოლა ,,მილენიუმის" IV - V კლასის მოსწავლეები მეგობრული ვიზიტით ესტუმრნენ ქ. თერჯოლის სკოლა ,,მზეკაბანის" V კლასის მოსწავლეებს. სკოლებს შორის მეგობრობას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი. პირველი შეხვედრა ქ. რუსთავში, სკოლა ,,მილენიუმში" შედგა, ხოლო ამჯერად ,,მილენიუმის" მოსწავლეები ესტუმრნენ ,,მზეკაბანელებს". აღნიშნული შეხვედრაც მეტად საინტერესო და სასიამოვნო იყო, დატვირთული სხვადასხვა აქტივობებითა და სანახაობებით.
პროგრამა მოიცავდა თერჯოლის სკოლა ,,მზეკაბანის" სააქტო დარბაზში მეხუთე კლასელების მიერ წარმოდგენილ საკონცერტო ნომრებს, რომელთა დასრულების შემდეგ ,,მილენიუმის" მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები და ფოლკლორული ცეკვები. საკონცერტო ნომრების წარმოდგენის შემდეგ სკოლა ,,მილენიუმის" დამფუძნებელმა, ქალბატონმა ელზა ლეკვეიშვილმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა სკოლა ,,მზეკაბანს".
შემდეგი ღონისძიება გაიმართა დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმიში, სადაც სკოლა ,,მილენიუმის" IV - V კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელთან, შორენა მამალაშვილთან ერთად წარმოადგინეს დავით კლდიაშვილის სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი". მუზეუმს საჩუქრად გადაეცა სკოლა ,,მილენიუმის" ბიბლიოთეკარის, ცირა ბულაშვილის მიერ კალიგრაფიულად შესრულებული ამონარიდები დავით კლდიაშვილის შემოქმედებიდან.
შეხვედრა მეორე ნაწილი დაეთმო ექსკურიას ნავენახევის მღვიმეში, ძევრის რეკრიაციულ ზონაში და გოგნის წმ. გიორგის კარუგდებლის სალოცავის მოლოცვითა და სტუმარ-მასპინძელთა ერთობლივი გალობით დაგვირგვინდა.
სკოლა ,,მილენიუმი" მადლობას უხდის ქ. თერჯოლის სკოლა ,,მზეკაბანის" ადმინისტრაციას, მათ პედაგოგებს, მე-5 კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს, სასიამოვნო და დაუვიწყარი შეხვედრის ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის.
გილოცავთ!
- 15/10/2026
სკოლა **„მილენიუმი“** განსაკუთრებული სიამაყით ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას!
**შვიდი განსხვავებული არჩევანი და ერთი დიდი საერთო წარმატება!** წინ ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება:
**ანანო ჩალაძე** — თავისუფალი უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი
**გიორგი ხოფერია** — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკის ფაკულტეტი
**ლაზარე სიხარულაშვილი** — თსუ, ისტორიის ფაკულტეტი
**ანანო ინაშვილი** — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი
**დიტო ლაბაძე** — თსუ, ბიზნესის ადმინისტრირება
**მარიამ ფუტკარაძე** — კავკასიის უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი
**ქეთევან რეხვიაშვილი** — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
გვიხარია და გვეამაყება თითოეული თქვენგანის მიღწევა. გვჯერა, რომ მიღებულ ცოდნას, საკუთარ შესაძლებლობებსა და ენერგიას ღირსეულად გამოიყენებთ და მომავალში კიდევ არაერთხელ გაგვახარებთ თქვენი წარმატებებით.
**გილოცავთ, ჩვენო საყვარელო კურსდამთავრებულებო!**
წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას, საინტერესო აღმოჩენებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ნათელ მომავალს გისურვებთ!
** **სიყვარულით სკოლა „მილენიუმი“**
გაზეთ "ათასწლეულის" ახალი ნომერი
- 11/02/2025
მილენიუმელებმა ევროპული ხარისხის ნიშანი დაიმსახურეს
- 01/02/2025
სკოლა მილენიუმმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ინგლისური ენის მასწავლებელმა, ქალბატონმა ხათუნა კაპანაძემ, მეათეკლასელ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში. მილენიუმელების შრომამ ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშანი დაიმსახურა.
იდეატორთა და მკითხველთა კლუბები მილენიუმში
- 27/12/2024
შპს სკოლა მილენიუმმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა USAID-ის საგრანტო კონკურსში და მოიპოვა დაფინანსება სასკოლო კლუბების შესაქმნელად.
გრანტის ფარგლებში სკოლა მილენიუმის ტექნიკურ ბაზაზე შეიქმნება მკითხველთა და იდეატორთა კლუბები დაწყებითი საფეხურის (IV-VI კლასები) მოსწავლეთათვის. ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა საჭირო ინვენტარით, წიგნებით, ექსკურსიებით, გამოფენებით, საინტერესო სტუმრებითა და სპიკერებით.
კლუბების მუშაობას გაუძღვებიან სკოლა მილენიუმისა და სხვადასხვა საჯარო სკოლის მაღალკვალიფიციური პედაგოგები. კლუბების მუშაობა წარიმართება არასაგაკვეთილო დროს, უმთავრესად შაბათ-კვირას.
კლუბებში რეგისტრაცია შესაძლებელია ქვემოთ წარმოდგენილი სარეგისტრაციო ბმულის მეშვეობით.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSelpVcLhnkqaCHVJIgSb5ov2qQjLdrium0ItBlsjp6QK3mslw/viewform?usp=header
ავტორიზაცია
- 12/11/2024
გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ სკოლა მილენიუმმა წელს უკვე მეორედ, ამჯერად ფართის ცვლილების გამო, წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი და მოიპოვა ცხრაწლიანი ლიცენზია. ვულოცავთ ჩვენს გულშემატკივრებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს, სკოლის ყველა თანამშრომლებს ამ წარმატებას.
ჭადრაკის გაკვეთილი
- 12/10/2024
ჭადრაკიც დავიწყეთ! პედაგოგი ანჟელა ბიბილაშვილი.
დასვენება მილენიუმში
- 12/10/2024