გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას.მილენიუმის მე-6 კლასის მოსწავლეების (პედ.მ. ბაქრაძე, ნ.მეფარიშვილი, ნ. ჭუმბურიძე) სტუმრობა მუზეუმში საინტერესო სპექტაკლის ხილვით დაიწყო. სამეგრელოს ერთ-ერთ სახლში მსახიობებმა ცოცხალი ინსცენირება მოაწყვეს და ჩვენ თვალ წინ გააცოცხლეს წარსული თავისი ტკივილითა და სიხარულით, იმედითა და ცრემლებით სავსე...52 ჰექტარზე გადაჭიმული 70-მდე საცხოვრებელი სახლის ნახვა და „შენი საქართველოც აქ არის...“, ყველა სახლს თავისი გიდი-მასპინძელი უვლის და კიდევ ერთხელ იაზრებს დიდიც და პატარაც, რომ სამშობლო განსაკუთრებულია, არავიზე მეტი, არავიზე ნაკლები, უბრალოდ - განსაკუთრებული <3
სიახლეები
ეთნოგრაფიული მუზეუმი
- 21/06/2019
- 3
ოქროს ფონდი
- 21/06/2019
მილენიუმის მოსწავლეები (პედ. მ.ხარაიძე) ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდნენ: უძველეს არქეოლოგიურ არტეფაქტებთან ერთად, ექსპოზიციაზე იხილეს გვიანანტიკური ხანის (ახ. წ. II-IV საუკუნეების) ოქროს სამკაული. ეთნოგრაფიულ კოლექციაში ასევე დაცულია საოქრომჭედლო იარაღები და ძვირფასი ლითონების ნაკეთობები, რომლებიც ასახავს ოქროსა და, ზოგადად, ლითონის შესახებ იმ ცოდნის მრავალსაუკუნოვან გზას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე თაობიდან თაობას გადაეცემა და რითაც ქართულმა კულტურამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ევროპულ ცივილიზაციაში.შემდეგი გამოფენა, რომლის დათვალიერებაც შევძელიც იყო „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" . იგი ეძღვნებოდა რეპრესირებული მხატვრების შემოქმედებას და იმ ზოგად ატმოსფეროს, რომელიც 30-40-იანი წლების ქართულ სახელოვნებო რეალობაში სუფევდა.ისტორიის პედაგოგთან ერთად მოსწავლეები უღრმავდებიან წარსულს - მომავლის უკეთ ასაშენებლად.
2
კავკასიის ფლორა და ფაუნა
- 21/06/2019
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულია კავკასიაში უნიკალური და უმდიდრესი გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები. მათ შორისაა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობები.ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მინერალები, ქანები, ნამარხ უხერხემლო ცხოველთა ფაუნა, უმაღლესი და უმდაბლესი მცენარეების საჰერბარიუმო ნიმუშები, მოლუსკები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები სრულყოფილად ასახავს საქართველოს და, ზოგადად, კავკასიის რეგიონის ფლორისა და ფაუნის ევოლუციურ განვითარებას.ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი მუზეუმში მოსწავლეთათვის, სადაც განსაკუთრებული სიცხოველით იხსენებენ თვითონ რა იციან ფაუნის შესახებ და არც ის ავიწყდებათ, რომ სამუზეუმო ექპონატები განსაკუთრებული წამლებით არის დამუშავებული, შესაბამისად, ხელით შეხება არა მარტო არ შეიძლება, საშიშიცაა
ლეონარდო და ვინჩის გამოფენაზე
- 21/06/2019
ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci) აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. უნივერსალური გენიოსი…ლეომარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს...მილენიუმის მოსწავლეებმა თბილისის ეროვნულ მუზეუმში იხილეს ლეონადრო და ვინჩის ნამუშევრების გამოფენა და პედაგოგებთან ერთად კიდევ ერთხელ იმსჯელეს ამ გენიოსის შემოქმედების მნიშვნელობასა და ღირებულებაზე.
სტუმრად საქართველოს პარლამენტში
- 21/06/2019
მილენიუმის მოსწავლეებს ისტორიის პედაგოგმა მაია ხარაიძემ პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა. ნორჩმა ვიზიტორებმა იხილეს პირველი რესპუბლიკის, დავით აღმაშენებლის (ბიურო), შოთა რუსთაველისა და პლენარულ სხდომათა დარბაზები. მოილოცეს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველო და ექსკურსიის მსვლელობისას მოისმინეს ქართული პარლამენტარიზმის ისტორია, პარლამენტის სტრუქტურა, მისია და როლი.მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო ირანელ დიპლომატებთან შეხვედრა, ვახტანგ მეექვსის წიგნთა კრებული, მაგრამ განსაკუთრებული შთამბეჭდილება მაინც იუნკერთა ისტორიამ მოახდინა... დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ახალგაზრდათა ისტორია ყოველთვის აღვივებს მოზარდთა პატრიოტულ განწყობას.
2
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!
- 21/06/2019
დიახ, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! მეტიც, ამ ადამიანებს მზის შვილები ჰქვიათ, მზესავით სითბოს მფრქვეველები აკეთილშობილებენ სხვებსაც.... მაგრამ ინფორმაცია მათ შესახებ, მათი გაცნობა აუცილებელია ყველა მოზარდისათვის, ამ მნიშვნელოვან საქმეს ყოველ წელს ლამაზად აკეთებს მილენიუმის ბიოლოგიის პედაგოგი ხათუნა ინაშვილი, არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი... პედაგოგმა და უფროსკლასელებმა საინფორმაციო შეხვედრა მოუწყვეს უმცროსკლასელებს და ყველამ ერთად კიდევ ერთად გაიაზრა ყველაზე მთავარი ამქვეყნად: ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ა!
ჯარისკაცების თვალით დანახული ქალთა დღესასწაულები
- 21/06/2019
გაზაფხული, მარტის თვე, აყვავებული ბუნება - სიმბოლურად ქალს უკავშირდება... მაგრამ ამ სინაზის მიღრმა სისუსტე არა, მეტიც, სულიერი ძლიერების ზეიმია! ამის მოსმენა განსაკუთრებით სასიამოვნოა ჯარისკაცებისგან, ადამიანებისგან, რომელთაც ზუსტად იციან სად გადის ზღვარი სულიერად თუ ფიზიკურად სუსტ და ძლიერ ადამიანებს შორის....უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის თანამშრომლებმა მილენიუმის მოსწავლეებს სწორედ ქართველი ქალების შესახებ ჩაუტარეს მინი ლექცია, სადაც ისტორიული ქალბატონების ფონზე დღევანდელი მიღწევა-პრობლემებიც განიხილეს და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრეს, რაოდენი საყრდენია წარსული მომავლისა!დიდი მადლობა ჩვენს ცენტრის თანამშრომლებს სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრისთვის!