• ავტორიზაცია

        • 12/11/2024
        • გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ სკოლა მილენიუმმა წელს უკვე მეორედ, ამჯერად ფართის ცვლილების გამო, წარმატებით გაიარა ავტორიზაციის პროცესი და მოიპოვა ცხრაწლიანი ლიცენზია. ვულოცავთ ჩვენს გულშემატკივრებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს, სკოლის ყველა თანამშრომლებს ამ წარმატებას.

        • 27 სექტემბერი

        • 12/10/2024
        • 27 სექტემბერი ორი გრძნობის - ტკივილისა და სიამაყის მონაცვლეობის დღეა!

          ტრადიციულად, ჩვენმა სკოლამ გაიხსენა ეროვნული გმირი - ჟიული შარტავა.

          პედაგოგებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს ჟიული შარტავას ბიოგრაფიული ცნობების შესახებ, გაიხსენეს მისი ღვაწლი და დამსახურება სამშობლოს წინაშე.

          დასასრულს ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკარმა ამ დღესთან დაკავშირებით საგანგებოდ დაწერილი ლექსი წაიკითხა.

        • მილენიუმი მშობლიურ კედლებს დაუბრუნდა

        • 12/10/2024
        • მილენიუმი მშობლიურ კედლებს დაუბრუნდა

          დაბრუნდა ბევრი მნიშვნელოვანი სიახლით:

          წარმოგდიგენთ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განახლებულ სივრცეებს: ბიბლიოთეკას, სასადილო ოთახს, სპორტულ დარბაზს, სააქტო დარბაზსა და ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიას.

          ჩვენი მოსწავლეთათვის სასკოლო ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აკადემიური წლის ათვლა დაიწყო - ახალი ცოდნის მიღების, უნარების განვითარების, ძიებებისა და აღმოჩენების, სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებისა.

          გიზიარებთ დღევანდელი დღის შთაბეჭდილებებს, ემოციებს და იმ აქტივობათა ჩამონათვალს, რამაც გაახალისა და დაუვიწყარი გახადა ეს დღე:

          1. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ჩატარადა ინტელექტუალური და სპორტული შეჯიბრი;

          2. სწავლის დაწყება პატარებმა ერთმანეთს ლექსითა და სიმღერით მიულოცეს;

          3. პირველკლასელთათვის ჩატარდა გაცნობითი ხასიათის ღია გაკვეთილი;

          4. ლაბორატორიაში მოსწავლეთა მონაწილეობითა და ჩართულობით ჩატარდა ცდები.

          მადლობას გიხდით არჩევანისთვის, ნდობისთვის, ვინაიდან, მილენიუმი დგას მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების სადარაჯოზე!

        • მილენიუმი - ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ელჩი

        • 06/03/2024
        • გუშინ სკოლა მილენიუმის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზს, რომელშიც ჩატარდა ლონდონის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

          ლონდონის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შეიმეცნე შენი სამშობლო საქართველო", რომელიც 2020 წლიდან მიმდინარეობდა, ჩატარდა საქართველოს საგარეო სამინისტროს მხარდაჭერითა და რუსთაველის ფონდის დაფინანსებით. კონფერენცია საშუალება აძლევს მსოფლიოში მიმოფანტულ ქართველ მოზარდებს, აგრეთვე მათ თანატოლებს საქართველოში, საგანმანათლებლო პროექტის მეშვეობით მოძებნონ, შეისწავლონ და გააანალიზონ, შეადარონ მოკვლეული მასალები უძველესი ქართული ცივილიზაციის შესახებ, გაავრცელონ მოპოვებული მასალები და აღადგინონ კულტურულ-ისტორიული მეხსიერება. კონფერენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას ასევე წარმოადგენდა მსოფლიოში ქართველ მეცნიერთა კვლევა-ძიებათა პოპულარიზაცია. კონფერენციის სულისჩამდგმელი გახლდათ ლონდონის მკვიდრე ჩვენი თანამემამულე ქალბატონი ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი, რომელიც 30 წელია ხელმძღვანელობს ლონდონის ოქროსმედალოსან და მრავალი სხვა პრიზის მფლობელ ქართულ სკოლას. საქართველოში კონფერენციის ხელმძღვანელი გახლდათ ქალბატონი ეკა კარტოზია, ფაზისის აკადემიის პრეზიდენტი გია კვაშილავა და სხვა აკადემიკოსები.

          სკოლა მილენიუმმა კონფერენციის და მისი მესვეურების აღიარება მოიპოვა. საზეიმო ცერემონიალზე დააჯილდოვეს ჩვენი მეათეკლასელები: ანანო ინაშვილი და ანანო ჩალაძე. მათ მიენიჭათ „აიელი რაინდის“ საპატიო წოდება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ელჩის სტატუსს.

          დაუჯიდოებელი არ დარჩენილან ჩვენი „რაინდების“ პედაგოგებიც - ქალბატონები ხათუნა ინაშვილი და თეონა ღონღაძე. მათმა ძალისხმევამ მართლაც სასახელო შედეგი გამოიღო.

          დაბოლოს, სკოლა მილენიუმს მიენიჭა უაღრესად საპატიო წოდება - ამიერიდან ის ქართული კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ელჩი გახლავთ.

          საზეიმო სხდომაზე სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა სკოლა მილენიუმის დამფუძნებელმა ქალბატონმა ელზა ლეკვეიშვილმა, რომელმაც გულითადი მადლობა გადაუხადა საერთაშორისო კონფერენციის მესვეურებს.

        • ჟიული შარტავას კვირეული

        • 06/03/2024
        • მოდევნო აქტივობა, რომელიც ჟიული შარტავასადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, გახლავთ მის მეგობართან და თანაგუნდელთან - ვაჟა კანდელაკთან შეხვედრა.

          ბატონმა ვაჟამ ისაუბრა ჟიული შარტავას საქმიანობაზე, საქმისადმი დამოკიდებულებასა და ერთგულებაზე, პიროვნულ თვისებებზე, სამშობლოს მიმართ იმ ძლიერ სიყვარულზე, რომელიც არაერთხელ დაადასტურა თავისი ქმედებითა თუ გადაწყვეტილებით.

          შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა; მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და მიიღეს ამომწურავი პასუხები ბატონი ვაჟასგან.

        • ჟიული შარტავა - 80

        • 06/03/2024
        • სკოლა მილენიუმში დაიწყო ჟიული შარტავას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული.

          მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეთათვის.

          გაიმართა ფილმის ჩვენება;

          მოსწავლეები დაესწრნენ სპექტაკლს ,,დაბადების დღე".

          ,,წაუსვლელობა არ შეიძლება!

          სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომაბალი თაობა გადავარჩინოთ

          ჩვენი თაობა ისედაც ვალშია მათ წინაშე!

        • დედის დღე

        • 06/03/2024
        • ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად სამხატვრო სტუდია ,,ელფს" ესტუმრნენ.

          დედიკოებს 3 მარტისთვის ორიგინალური საჩუქრები დაუმზადეს.

          მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთვნენ მათთვის განსაკუთრებულ აქტივობაში, რომლის დასრულების შემდეგ ყველა ბედნიერი და კმაყოფილი დაბრუნდა სახლში.

          ვულოცავთ ჩვენს მშვენიერ დედიკოებს

          დედის დღეს, ბედნიერები და გახარებულები ყოფილიყვნენ თავიანთ ოჯახებთან ერთად.

        • მილენიუმი არ ივიწყებს თავის მოსწავლეებს

        • 06/03/2024
        • ჩვენი მეხუთეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე მეორე სემესტრიდან გადავიდა მე-10 საჯარო სკოლაში. ყველას გული დაგვწყდა ამის გამო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ალექსანდრეს ყოველთვის წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებთ.

          დღეს მილენიუმის დირექტორი ეწვია მეათე საჯარო სკოლას და სკოლის დირექტორთან, ქალბატონ მანანა ფიროსმანაშვილთან ერთად ალექსანდრეს გადასცა ევერესტის ოქროს ტურში გამარჯვებულის სერტიფიკატი და საჩუქრები.

          გვინდა კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ალექსანდრეს.

        • ვიზიტი ოკუპაციის მუზეუმში

        • 06/03/2024
        • ,,თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

          დუმდა სიონი და დუმდა ხალხი"

          საქართველის ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ჩვენი სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ოკუპაციის მუზეუმს და ჩაუტარდათ ღია გაკვეთილი ოკუპაციის თემის ფარგლებში.

          პედაგოგები: თეონა ღონღაძე, მერი მამუკაშვილი.

          ყველაზე გონიერი დამპყრობელი ისტორიასა და წარსულს გართმევს, ვინაიდან, ასეთ საზოგადოებას საყრდენი ეცლება და ვერ ახერხებს ბორკილებისგან გათავისუფლებას.

          ჩვენი ქვეყნის მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია.

        • მილენიუმის მოსწავლეთა თვითმმართველობა

        • 06/03/2024
        • სკოლა ,,მილენიუმის'' მოსწავლეთა თვითმმართველობა იწვევს მარკეტინგის მენეჯერს სალომე ქირიას. სალომეს აქვს შვიდწლიანი გამოცდილება ამ სფეროში და ამჟამად მუშაობს ცნობილ ტექნოლოგიურ სტარტაპში Artisio-ში.ჩვენი მიზანია მოსწავლეებმა გაიგონ მეტი მარკეტინგზე და დავეხმაროთ მათ პროფესიის არჩევაში.

        • თანამშრომლობის მემორანდუმი

        • 11/01/2024
        • ახალი დიდი პროექტით დაიწყო 2024 წელი სკოლა მილენიუმში. სამომავლო თანამშრომლობის ოფიციალურად გასაფორმებლად ჩვენს სკოლას ეწვია ბათუმის მომავლის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ქალბატონი ცირა კასრაძე. ორივე სკოლა თანხმდება, რომ ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც თავად საგანმანათლებლო დაწესებულებების შემდგომი განვითარებისათვის, ისე ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისათვის.

          თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს, მათ შორის საგანმანათლებლო ექსკურსიებს აჭარასა და ქვემო ქართლში, ერთობლივ კონფერენციებს, მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს, ოლიმპიადებს, კონკურსებს, გაცვლით ტესტირებებსა და სხვ.

          შეხვედრას მილენიუმის დირექციასა და მასწავლებლებთან ერთად ესწრებოდა მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელიც, რომელმაც დიდი ინტერესი გამოხატა ბათუმელ თანატოლებთან მომავალი თანამშრომლობისა და დამეგობრების  მიმართ.

        • საქველმოქმედო აქცია

        • 11/01/2024
        • შეცვალე ცხოვრება და გახდი ბედნიერების მომსწრე - სწორედ ეს სლოგანი ამოძრავებს მილენიუმის მოსწავლეთა თვითმმართველობას. 27 დეკემბერი ჩვენთვის გამორჩეული დღეა. სწორედ ამ დღეს ვეხმარებით მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ჩვენ ვცვლით მათ ცხოვრებას უკეთესობისა და ბედნიერებისკენ. გახდი ბედნიერების მომსწრე!