სასწავლო წლის შეჯამება და სასიამოვნო ემოციები
სიახლეები
სასწავლო წლის წლის დასასრული
- 29/09/2022
თანამშრომელთა ექსკურსია 2022
- 29/09/2022
გალაკტიონის საღამო მილენიუმში
- 29/09/2022
- 1
მილენიუმში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ მამუკა შელეგიას წიგნის („გალაკტიონის ცხოვრებისა და შემოქმედების ქრონოლოგიური მატიანე“) პრეზენტაცია გაიმართა. როგორც როსტომ ჩხეიძემ შეაფასა, ეს მხოლოდ მატიანე კი არა, პოსტმოდერნისტული რომანია, რომელშიც „გათვალისწინებულია პერიოდიკაც, საარქივო მასალებიც და გამოკვლევებიც, წვეთ-წვეთობით და ნაბიჯ-ნაბიჯ არის გამოწურული თითოეული რეალია, რათა ხელშესახებად გამოიკვეთოს გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და მწერლური ღვაწლის გარეგნული ქარგა, ეს გარეგნულიც რომ გრანდიოზულ კოშკს მოგვაგონებს, არამცთუ მისი პოეტური სამყარო...“ ალბათ, ამიტომ არც საღამოს მესვეურთ გაუჭირდათ ლექსებად, სიმღერებად და ლიტერატრულ ჩანართებად გაეშალათ მთელი შეხვედრა. პოეზიის მეფის სიტყვის ძალა, მკვლევრის ნიჭიერება და პასუხისმგებლობა იმდენად საგრძნობი იყო მოსწავლეთათვის, რომ ყველაფერი გააკეთეს, რათა მაყურებელი კიდევ ერთხელ მიეწვიათ გენიოსის გენიალურ სამყაროში... სათქმელი მაინც მის უდიდებულესობა სიყვარულს დაეთმო (მოსწავლეთა არჩევანი მათი მაისურებიდანაც კი ამბობდა თავის სათქმელს) და საღამოს დასასრული მეტად ემოციური აღმოჩნდა, როცა მეგობრებმა გაიხსენეს მერი, ოღონდ არა გალაკტიონის, არამედ მამუკა შელეგიას მერი გაჩეჩილაძე (რომელიც იყო შთაგონების წყარო და მიეძღვნა კიდეც ეს წიგნი ძვირფასი მეუღლისაგან).
დიახ, „უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე“, უსიყვარულოდ არც ერთი სტუმარი არ იყო ჩვენთან მოსული, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ მათ. როგორც საღამოს შეშვენის, მის დასასრულს არც ტკბილი სიტყვები დაუნანებიათ და სიტყვით გამოვიდნენ: თავად ბატონი მამუკა და მილენიუმის დამაარსებელი ქ-ნ ელზა ლეკვეიშვილი, ნათია სიხარულიძე (შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და ამ წიგნის რეცენზენტი), ნონა კუპრეიშვილი (შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), ნანა კობალაძე (გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურული მუზეუმის იკონოგრაფიის განყოფილების გამგე), ვაჟა პაპასკირი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პროფესორი) და სხვ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მონაწილესა და სტუმარს, რადგან „გამწირველმა“ „შემწირველი“ „იგრძნო“ და საღამო შედგა. შედგა კიდევ ერთი სიყვარულით სავსე შეხვედრა მილენუმში.
გამოცდები, გამოცდები..
- 29/09/2022
.
ორდღიანი საგამოცდო ციებ-ცხელების შემდეგ, ჩვენი სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ცოდნა და უნარები გარკვეულ საგნებში და თამამად გადააბიჯეს მომდევნო კლასში. ბედნიერი დასვენება მათ და კიდევ უფრო წარმატებული შემდეგი სასწავლო წელი!
კომპლექსური დავალება "სვანური კოშკები"
- 29/09/2022
მოსწავლე: ელენე წელაური
კლასი: მე-5
საგანი: ჩვენი საქართველო
პედაგოგი: ნინო წიკლაური.
ქართული და გერმანული კულინარია
- 29/09/2022
უცხოური ენების კათედრის კვირეულის ფარგლებში, მე-11 კლასში ჩატარდა გერმანული კულტურის დღე. მოსწავლეებმა გერმანელ მოხალისეებს წარუდგინეს რამდენიმე ქართული კერძი და, თავის მხრივ, სტუმრებმაც წარმოადგინეს ტრადიციული გერმანული კერძები: Kartoffelsalat და Kalter Hund. შეხვედრაზე ასევე გამოიყენეს ინტერაქციული აქტივობა პლათფორმა kahoot-ის გამოყენებით.
პროექტ „ყველაზე წიგნიერი"
- 17/02/2020
მშობელთა სათათბიროს მორიგი სხდომა მილენიუმში
- 17/02/2020
სასკოლო აქტივობა
- 17/02/2020
2020 წლის 15 თებერვალს სკოლი ,,მილენიუმის" მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით ლიზი ფუტკარაძემ და ნიკა ესაბუამ ჩაატარეს ტრენინგი პირველი საფეხურის მოსწავლეებისთვის თემაზე: ,,ბულინგი ადრეულ ასაკში" და გაადასცეს სერთიფიკატები.
საახალწლო განწყობილება
- 08/01/2020
ზამთარი მოლოდინია სასიამოვნო დღესასწაულის, რომელმაც მილენიუმის კედლებშიც შემოაღწია და ახალი წლის სამზადისში ჩააბა დიდი თუ პატარა...
8
საახალწლო განწყობილება
- 08/01/2020
მილენიუმში საახალწლო განწყობილებამ საკლასო ოთახებშიც გადაინაცვლა, მოსწავლე - მასწავლებლების ფანტაზიას და შემოქმედებას არ აქვს საზღვარი.
3
კულინარიის კლუბი გაკვეთილი №2
- 08/01/2020
კულინარიის გაკვეთილს უძღვება მილენიუმის დირექტორი: ელზა ლეკვეიშვილი
6
ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგანთა კათედრის კვირეული
- 08/01/2020
გასვლითი აქტივიბა ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში 4.12.2019
1
ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგანთა კათედრის კვირეული
- 08/01/2020
საგანი - მათემატიკა; თემა: შეკრება - გამოკლება 100 - ს ფარგალში. კლასი - II პედაგოგი: ინგა ბოცვაძე
4
ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგანთა კათედრის კვირეული
- 08/01/2020
საგანი - ქიმია, ალქიმიის კლუბის პრეზენტაცია. პედაგოგი: ლანა ჯანელიძე
1
მასტერკლასი ორ მეგობას სკოლას შორის
- 08/01/2020
2019 წლის 3 დეკემბერს x საჯარო სკოლაში ჩატარდა მასტერკალსი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის თამილა დოლიძის მიერ, ორ მეგობარ X საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა ,,მილენიუმის" VI კლასის მოსწავლეებთან.
3
ტკბილი შეხვედრა
- 08/01/2020
08.12.2019. სკოლა მილენიუმის ,,წიგნიერთა" კლუბის, მშობელთა სათათბიროს დ მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შედგა შეხვედრა, ხარაგაულის რაიონის სოფელ თეთრაწყაროში შემოქმედ ადამიანებთან. გზად მოვილოცეთ უბისა და სულიერად ამაღლებულნი შევედით სოფელში..
3
კულინარიის გაკვეთილები ,,მილენიუმში"
- 29/11/2019
- 12
,,ქართული ტრადიციული კულტურის ისტორია"
- 29/11/2019
ამხანაგური შეხვედრა ,,ქუჩის კალათბურთში" 3X3.
- 21/11/2019
18 ნოემბერს ჩატარდა ამხანაგური შეხვედრა ,,ქუჩის კალათბურთში" მე-10 საშ. სკოლასა და კერძო სკოლა ,,მილენიუმს" შორის. (ფიზ. აღზრდის პედაგოგები: ა. ნიკოლაიშვილი და ნ. ნადაშვილი). შეხვედრა დამთავრდა 24-23 მილენიუმელების სასარგებლოდ.