მილენიუმის სავიზიტო ბარათი მოსწავლეებია. ჩვენი ზრდილობიანი, განათლებული და თავაზიანი ბავშვები გურგრილს არცერთ სტუმარს არ ტოვებენ. ასე იყო ამჯერადაც. ჩვენს თურქ სტუმრებს (Aydın Özel Değişim Koleji) სკოლის ყველა მნიშვნელოვან სივრცეში ეგებებოდნენ მოსწავლეები (ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო საგანთა კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები, სკოლიის ისტორიის ამსახველი სურათებით მდიდარი კორიდორები, სამასწავლებლო, სკოლასთან არსებული საბავშვო ბაღი „ჯეჯილი“) და აცნობდნენ სკოლის ტრადიციებს, სწავლების სტრატეგისა და მეთოდებს, რითაც სტუმართა აღფრთოვანება გამოიწვიეს.განსაკუთრებით ემოციური იმ მოსწვლეებთან შეხვედრა იყო, რომლებიც ამა წლის მარტში თურქეთში იმყოფებოდნენ და თვითონაც მოუთმენლად ელოდნენ, უკვე შეიძლება ითქვას, უფროს მეგობრებს.სიმბოლური საჩუქრები, კულტურათა შორის დიალოგი და შორს მიმავალი გეგმები - მოკლედ, ასე შეიძლება დავახასიათოთ თურქი სტუმრების ვიზიტი მილენიუმში.
ჩვენი კურსდამთავრებულის კიდევ ერთი წარმატება
- 21/10/2019
სიმღერის მრავალხმიანობა უნიკალური მოვლენაა და ამ სიმდიდრით ერთეული ერები ტრაბახობენ. მათ შორის განსაკუთრებულია ქართული პოლიფინიურობა. ქართულთან ერთად, შვეიცარულ და ნორვეგიულ სიმღერას მიეძღვნება ფილმი "Beyond tradition” , რომელსაც შვეიცარიელი სტუმრები იღებენ.მილენიუმისთვის ორმაგად სასიხარულოა ეს ფაქტი, რადგან საქართველოს სახე ამ ფილმისთვის ანსამბლ „თუთარჩელადან“ (ქორმაისტერი თ. ბუაძე) შეარჩიეს და ეს გახლავთ მილენიუმის კურსდამთავრებული ნინუცა კახიანი.ბავშვობა მშობლიურ სკოლასთან ასოცირდება, ამიტომ ფილმის გადამღები ჯგუფი სკოლაში გვეწვია და ჩვენი სკვერიც ახმოვანდა პოლიფონიური სიმღერებით. ნინუცასთვის განსაკუთრებული იყო ეს დღე, ყველა კუთხიდან ლამაზი წარასული უჭვრეტდა და მისი მოყვანილი (ბატონი ჰამლეტის მოვლილ-გაზრდილი) კნუტებიც კი არ გაუშვია ხელიდან. ქალბატონმა ელზამ ხომ უამრავი რამ გაიხსენა თავის ერთ-ერთ გამორჩეულ აღსაზრდელზე, რომელიც საბავშვო ბაღიდან მოყოლებული მის თვალწინ გაიზარდა და ჩამოყალიბდა ღირსეულ პიროვნებად. კიდევ ბევრი საინტერესო რამ ითქვა და გაკეთდა, რასაც ფილმში ვიხილავთ, მანამდე კი გზას დავულოცავთ ჩვენს საყვარელ მოსწავლეს, რომელმაც უკვე არაერთხელ გვასახელა (ფლექსის პროგრამით ამერიკაში მყოფი ნინუცა ქართულ სიმღერებს ასწავლიდა უცხოელებს და სხვა კონტინენტიდანაც კი გვილამაზებდა საღამოებს) და კიდევ მრავალჯერ მოგვგვრის სიხარულის ცრემლებს!
ეთნოგრაფიული მუზეუმი
- 21/06/2019
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას.მილენიუმის მე-6 კლასის მოსწავლეების (პედ.მ. ბაქრაძე, ნ.მეფარიშვილი, ნ. ჭუმბურიძე) სტუმრობა მუზეუმში საინტერესო სპექტაკლის ხილვით დაიწყო. სამეგრელოს ერთ-ერთ სახლში მსახიობებმა ცოცხალი ინსცენირება მოაწყვეს და ჩვენ თვალ წინ გააცოცხლეს წარსული თავისი ტკივილითა და სიხარულით, იმედითა და ცრემლებით სავსე...52 ჰექტარზე გადაჭიმული 70-მდე საცხოვრებელი სახლის ნახვა და „შენი საქართველოც აქ არის...“, ყველა სახლს თავისი გიდი-მასპინძელი უვლის და კიდევ ერთხელ იაზრებს დიდიც და პატარაც, რომ სამშობლო განსაკუთრებულია, არავიზე მეტი, არავიზე ნაკლები, უბრალოდ - განსაკუთრებული <3
3
ოქროს ფონდი
- 21/06/2019
მილენიუმის მოსწავლეები (პედ. მ.ხარაიძე) ეროვნულ მუზეუმს სტუმრობდნენ: უძველეს არქეოლოგიურ არტეფაქტებთან ერთად, ექსპოზიციაზე იხილეს გვიანანტიკური ხანის (ახ. წ. II-IV საუკუნეების) ოქროს სამკაული. ეთნოგრაფიულ კოლექციაში ასევე დაცულია საოქრომჭედლო იარაღები და ძვირფასი ლითონების ნაკეთობები, რომლებიც ასახავს ოქროსა და, ზოგადად, ლითონის შესახებ იმ ცოდნის მრავალსაუკუნოვან გზას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე თაობიდან თაობას გადაეცემა და რითაც ქართულმა კულტურამ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ევროპულ ცივილიზაციაში.შემდეგი გამოფენა, რომლის დათვალიერებაც შევძელიც იყო „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" . იგი ეძღვნებოდა რეპრესირებული მხატვრების შემოქმედებას და იმ ზოგად ატმოსფეროს, რომელიც 30-40-იანი წლების ქართულ სახელოვნებო რეალობაში სუფევდა.ისტორიის პედაგოგთან ერთად მოსწავლეები უღრმავდებიან წარსულს - მომავლის უკეთ ასაშენებლად.
2
კავკასიის ფლორა და ფაუნა
- 21/06/2019
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულია კავკასიაში უნიკალური და უმდიდრესი გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები. მათ შორისაა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობები.ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მინერალები, ქანები, ნამარხ უხერხემლო ცხოველთა ფაუნა, უმაღლესი და უმდაბლესი მცენარეების საჰერბარიუმო ნიმუშები, მოლუსკები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები სრულყოფილად ასახავს საქართველოს და, ზოგადად, კავკასიის რეგიონის ფლორისა და ფაუნის ევოლუციურ განვითარებას.ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი მუზეუმში მოსწავლეთათვის, სადაც განსაკუთრებული სიცხოველით იხსენებენ თვითონ რა იციან ფაუნის შესახებ და არც ის ავიწყდებათ, რომ სამუზეუმო ექპონატები განსაკუთრებული წამლებით არის დამუშავებული, შესაბამისად, ხელით შეხება არა მარტო არ შეიძლება, საშიშიცაა
ლეონარდო და ვინჩის გამოფენაზე
- 21/06/2019
ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo da Vinci) აღორძინების ხანის იტალიელი არქიტექტორი, მუსიკოსი, გამომგონებელი, ინჟინერი, ანატომი, მოქანდაკე, ბუნებისმეტყველი და მხატვარი. უნივერსალური გენიოსი…ლეომარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს...მილენიუმის მოსწავლეებმა თბილისის ეროვნულ მუზეუმში იხილეს ლეონადრო და ვინჩის ნამუშევრების გამოფენა და პედაგოგებთან ერთად კიდევ ერთხელ იმსჯელეს ამ გენიოსის შემოქმედების მნიშვნელობასა და ღირებულებაზე.
სტუმრად საქართველოს პარლამენტში
- 21/06/2019
მილენიუმის მოსწავლეებს ისტორიის პედაგოგმა მაია ხარაიძემ პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა. ნორჩმა ვიზიტორებმა იხილეს პირველი რესპუბლიკის, დავით აღმაშენებლის (ბიურო), შოთა რუსთაველისა და პლენარულ სხდომათა დარბაზები. მოილოცეს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველო და ექსკურსიის მსვლელობისას მოისმინეს ქართული პარლამენტარიზმის ისტორია, პარლამენტის სტრუქტურა, მისია და როლი.მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო ირანელ დიპლომატებთან შეხვედრა, ვახტანგ მეექვსის წიგნთა კრებული, მაგრამ განსაკუთრებული შთამბეჭდილება მაინც იუნკერთა ისტორიამ მოახდინა... დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ახალგაზრდათა ისტორია ყოველთვის აღვივებს მოზარდთა პატრიოტულ განწყობას.
2
მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!
- 21/06/2019
დიახ, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს! მეტიც, ამ ადამიანებს მზის შვილები ჰქვიათ, მზესავით სითბოს მფრქვეველები აკეთილშობილებენ სხვებსაც.... მაგრამ ინფორმაცია მათ შესახებ, მათი გაცნობა აუცილებელია ყველა მოზარდისათვის, ამ მნიშვნელოვან საქმეს ყოველ წელს ლამაზად აკეთებს მილენიუმის ბიოლოგიის პედაგოგი ხათუნა ინაშვილი, არც წლევანდელი წელი იყო გამონაკლისი... პედაგოგმა და უფროსკლასელებმა საინფორმაციო შეხვედრა მოუწყვეს უმცროსკლასელებს და ყველამ ერთად კიდევ ერთად გაიაზრა ყველაზე მთავარი ამქვეყნად: ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ა!
ჯარისკაცების თვალით დანახული ქალთა დღესასწაულები
- 21/06/2019
გაზაფხული, მარტის თვე, აყვავებული ბუნება - სიმბოლურად ქალს უკავშირდება... მაგრამ ამ სინაზის მიღრმა სისუსტე არა, მეტიც, სულიერი ძლიერების ზეიმია! ამის მოსმენა განსაკუთრებით სასიამოვნოა ჯარისკაცებისგან, ადამიანებისგან, რომელთაც ზუსტად იციან სად გადის ზღვარი სულიერად თუ ფიზიკურად სუსტ და ძლიერ ადამიანებს შორის....უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის თანამშრომლებმა მილენიუმის მოსწავლეებს სწორედ ქართველი ქალების შესახებ ჩაუტარეს მინი ლექცია, სადაც ისტორიული ქალბატონების ფონზე დღევანდელი მიღწევა-პრობლემებიც განიხილეს და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრეს, რაოდენი საყრდენია წარსული მომავლისა!დიდი მადლობა ჩვენს ცენტრის თანამშრომლებს სტუმრობისა და საინტერესო შეხვედრისთვის!
ჟიული შარტავას გახსენება
- 12/03/2019
"ღმერთმა დალოცოს და აცხოვნოს აფხაზეთს მამულისათვის შეწირულთა სულნი. მხოლოო ცხოველსმყოფელო უფალო, უფსკრულო სახიერებისაო, სულნი მიცვალებულთანი სასუფეველსა შენსა დააწესენ და განსვენება მიჰმადლე მათ, მხსნელო". სამშობლოსათვის თავდადებულნო, ლოცვითა თქვენითა შეეწიეთ საქართველოს“ (ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) 1993 წლის 27 სექტემბერს გუდაუთაში აფხაზმა სეპარატისტებმა მოკლეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა. მისი სიკვდილის გარემოებებიდან მრავალი რამ ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ცხადზე ცხადია ერთი რამ: ქართველი, ქართველებსა და აფხაზებს შორის ყველაზე კეთილი ურთიერთობების მქადაგებელი განგმირეს...“დღეს ჟიული შარტავას დაბადების დღეა. ეს ადამიანი რუსთავის ისტორიაშიც ოქროს ასოებით შევიდა. მომავალი თაობისთვის ყველა თვისებითა და ქმედებით სამაგალითო ადამიანის ხსოვნას პატივი მიაგეს მილენიუმელებმაც. ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს ჩვენი სკოლის მესვეურებმა (დირექტორი ელზა ლეკვეიშვილი, მოსწავლეები: გიორგი ფუტკარაძე, ლუკა ლეკიშვილი, გიორგი დავითაშვილი, გიორგი ბახტაძე, ნიკოლოზ ონიაშვილი, ანდრია ჭიკაძე, ნიკოლოზ მაზმიშვილი), რუსთავში, შარტავას ძეგლთან იმღერეს და ასევე ყვავილებით მიაგეს პატივი მეოთხე და მეხუთეკლასელებმა (პედ. მაია ბაქრაძე და ელენე სარალიძე).ბატონი ჟიულის ხსოვნა შთამომავლობებს გადასწვდება და ბევრი ახალგაზრდის გულში აანთებს პატრიოტულ სულს. მარადიული ხსოვნა მის ნათელ სახელს.
გილოცავთ დედის დღეს !
- 12/03/2019
წერილი ყველაზე ძვირფასს ყველაზე ძვირფასისაგან!მე-2 და მე-3 კლასელებმა (პედ. ელენე სარალიძე და ხათუნა გოგილიძე) კალიგრაფიული ნაშრომების გამოფენა მოაწყვეს. მასწავლებლებთან ერთად წაკითხული ტექსტებიდან სასურველი ამოარჩიეს და დედიკოებს გულიამაჩუყებელი ტექტებით მიმართეს!კიდევ ერთხელ გილოცავთ დედის დღეს, დედაშვილური სიყვარულით განათებულიყოს ჩვენი ქვეყანა!
5მოსწავლეების ნამუშევრები
სტუმრობა ამერიკული კუთხეში
- 01/03/2019
28 თებერვალს რუსთავის ამერიკულ კუთხეს კერძო სკოლა "მილენიუმი"-ს მოწავლეები ესტუმრნენ პედაგოგებთან ერთად.მოსწავლეები გაეცნენ ამერიკული კუთხის რესურსებს და დაესწრნენ ფილმ "Mars Generation" ჩვენება-განხილვას.On February 28 our Corner hosted the group of students and their teachers from Rustavi private school "Mileniumi".Visitors got acquainted with the resources American Corner and watched documentary film "Mars Generation" followed by discussion.
ფინური სკოლის პრეზენტაცია
- 26/02/2019
-
საერთაშორისო კვლევების თანახმად ფინელი მოსწავლეები მსოფლიოში ცოდნის ყველაზე მაღალ დონეს აჩვენებენ.
-
ისინი არიან პლანეტის ბავშვთა შორის ყველაზე მკითხველი ბავშვები
-
მეორე ადგილი უჭირავთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და მეხუთე – მათემატიკაში.
-
პედაგოგიური საზოგადოების გაოცებას იწვევს ის ფაქტიც, რომ ფინეთში სასწავლო პროცესი დიდი ხანგრძლივობით არ გამოირჩევა.
-
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავჯდომარესთან მარიამ ჯაშთან
- 18/02/2019
რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ სააქტო დარბაზში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში რუსთავის კერძო და საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი, რუსთავის მერი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალაქის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი და სხვ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუმარმა განათლების სამინისტროს შემოთავაზებულ ახალ რეფორმაზე დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა.
2
მილენიუმის სასკოლო გაზეთის თებერვლის თვის გამოშვება
- 16/02/2019
სკოლა მილენიუმი აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2019-2020 სასწავლო წლისათვის.სკოლის მიზანია თანამედროვე მეთოდების გამოყენებით წარმატებული და განათლებული ახალგაზრდის აღზრდა. ჩვენს სკოლაში მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კულტურული ღირებულებების შეფასების, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათ წარმატებას.დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:ქ. რუსთავი, შპს მილენიუმი, XXI მკ.რ/ნი (0341) 286041; 577211434; 577463029
- 16/02/2019
მილენიუმი აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2019-2020 სასწავლო წლისათვის.სკოლის მიზანია თანამედროვე მეთოდების გამოყენებით წარმატებული და განათლებული ახალგაზრდის აღზრდა. ჩვენს სკოლაში მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კულტურული ღირებულებების შეფასების, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათ წარმატებას.დამატებითი
ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:ქ. რუსთავი, შპს მილენიუმი, XXI მკ.რ/ნი (0341) 286041; 577211434; 577463029
13
მილენიუმი აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2019-2020 სასწავლო წლისათვის
- 08/02/2019
მილენიუმი აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2019-2020 სასწავლო წლისათვის.სკოლის მიზანია თანამედროვე მეთოდების გამოყენებით წარმატებული და განათლებული ახალგაზრდის აღზრდა. ჩვენს სკოლაში მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კულტურული ღირებულებების შეფასების, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათ წარმატებას.დამატებითი
ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:ქ. რუსთავი, შპს მილენიუმი, XXI მკ.რ/ნი (0341) 286041; 577211434; 577463029
6სკოლის სურათები
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“
- 04/02/2019
- 4
„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. საქართველოში მეოთხე წელია, რაც აღინიშნება ეს დღე. მილენიუმის წიგნიერთა წრეც აქტიურად ჩაერთო ამ აქტივობაში და დღეს ბიბლიოთეკაში მე-9, მე-10, მე-11 კლასელები, სკოლის პედაგოგებთან ერთად, შექსპირის სონეტებისა და პიესის კითხვით შეუერთდნენ ამ მნიშვნელოვან დღეს. სასიამოვნო პროცესს სასიამოვნო თემატიკას ავსებდა და დღემაც ნაყოფიერად ჩაიარა. მადლობა ჩვენს მოსწავლეებს შინაარსიანი შეხვედრისთვის
სპორტი
- 01/02/2019
ახალი ფოტოები დაემატა ალბომში სპორტი.