• გილოცავთ ახალ 2019 წელს

        • 19/01/2019
        • Happy new year!

          განვლილი წელი უზარმაზარი სასიკეთო ცვლილებების წელი იყო პირადად ჩვენთვის და უღრმესი მადლობა ყველას, ვისაც ამ ცვლილებებში წვლილი მიუძღვის!უდიდესი მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასო ბავშებო, მშობლებო, მასწავლებლებო იმ უდიდესი შრომისთვის სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენ 2018 წელს იჩენდით.სკოლა "მილენიუმი" გპირდებათ , რომ 2019 წელი იქნება სიახლებიითა და წარმატებებით აღსავსე, რასაც თქვენი დახმარებით აუცილებლად შევძლებთ. "მილენიუმი" გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს და გისურვებთ რომ 2019 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული წელი თითოეული თქვენთაგანის, მთლიანად საქართველოს და სრულიად სამყაროსათვის!

           

           

        • გოგებაშვილის კვირეული „მილენიუმში“

        • 22/11/2018
        • „დედა ენა“ - ყველა ქართულად აღზრდილი ადამიანის პირველი წიგნია...იაკობ გოგებაშვილი - უკვდავი წიგნის შემქმნელი და უდიდესი პედაგოგია....კვირეულები, რომლებიც ოქტომბრის თვეში „მილენიუმში“ ტარდება, ყოველთვის სავსეა წიგნთან პირველად მიახლების, ქართული ანბანის მოვარაყებისა და ლექს-სიმღერებად დაღვრილი გრძნობების დემონსტრირებით. ასე იყო წელსაც...სკოლის ფოიე გაალამაზა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა კალიგრაფიულმა ნაწერებმა და თემატურმა ნახატებმა. 

        • მღერიან და არ ხუმრობენ პედაგოგები

        • 22/11/2018
        • საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის ორგანიზებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატულ თეატრში, ღონისძიება ,,მღერიან და არ ხუმრობენ პედაგოგები“ გაიმართა,სადაც სკოლა „მილენიუმის“ პედაგოგებმა ისახელეს თავი. კონცერტს.

        • კათედრების ანგარიშების მოსმენა

        • 28/06/2018
        • 22 ივნისს სკოლა „მილენიუმში“ ჩატარდა ჰუმანირტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრების, ასევე, უცხოური ენების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდის კათედრების სხდომები. სხდომებზე კათედრის ხელმძღვანელებმა გააანალიზეს წლის აკადემიური მოსწრება და ჩატარებული შემაჯამებელი სამუშაოები

        • ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

        • 22/06/2018
        • სასწავლო წლის ბოლოს „მილენიუმში“ რამდენიმე ლამაზი და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა. სტუმართა სიუხვემ და ჩვენი მოსწავლეების წარმატებებმა ლამის „გადაგვავიწყა“ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტი, კერძოდ ის, რომ ამ დღეებში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა დოქტორმა ილიას ჩილოღლუმ და სკოლა „მილენიუმის“ დირექტორმა ქალბატონმა ელზა ლეკვეიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მრავალ სიკეთეს ჰპირდება ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს.

          შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული, პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში. სკოლის მოსწავლეთათვის განსაკუთრებით ცნობილია ამ უნივერსიტეტის ორგანიზებული სასკოლო ოლიმპიადა, საზაფხულო და საზამთრო სკოლები, სხვადასხვა სახის კონფერენციები და კულტურულ-აღმზრდელობითი ღონისძიებები. ყველა ამ სიკეთით, მემორანდუმის თანახმად, „მილენიუმის“ მოსწავლეები და მასწავლებლები უსასყიდლოდ ისარგებლებენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები სერიოზულ პროფესიონალებად მოიაზრებიან და სხვადასხვა კომპანია მათ სამუშაოზე აყვანას თავს არასოდეს არიდებს.

          ზემოთქმულთან ერთად მემორანდუმს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტი სკოლა „მილენიუმის“ ნებისმიერი კურსდამთავრებულს, რომელიც სწავლის გაგრძელებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადაწყვეტს, სწავლების საფასურზე 35 პროცენტიან ფასდაკლებას შესთავაზებს.

          მგონი, საუკეთესო სტიმულია იმისათვის, რომ  მაღალრეიტინგულ, პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბარო და თანაც სოლიდური ფასდაკლებაც მიიღო!

          ყველა „მილენიუმელს“ გილოცავთ ამ სასიამოვნო ამბავს და წარმატებებს გისურვებთ!

        • ბოლო ზარი

        • 07/06/2018
        • სკოლა „მილენიუმი“ ულოცავს მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ასპარეზზე გასვლას. სანატრელმა და ოდნავ სევდანარევმა „ბოლო ზარმაც“ ჩამორეკა, ფერად-ფერადი ბუშტებით მორთულ დარბაზში ერთმანეთს ენაცვლებოდა: სიმღერა, ცეკვა, პაროდია, თეთრ პერანგზე სურვილების უსასრულოდ წერა და გულთბილი მილოცვები

        • ინგლისური წიგნი საქართველოში

        • 04/06/2018
        • კომპანია ,,ინგლისური წიგნი საქართველოში’’ მორიგ სიახლეს გვთვავაზობს. ინტელექტუალური კლუბი ,,The King’s & Queen’s Club’’ VIII-XI კლასის მოსწავლეებისთვისაა განსაზღვრული და უცხოელი ავოტრების ინგლისურ ენაზე გაცნობის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.კლუბში გაწევრიანებული მოსწავლეები გაივლიან შემდეგ აქტივობებს:• წაიკითხავენ 7 ლიტერატურულ ნაწარმოებს ინგლისურ ენაზე; • განიხილავენ წიგნებს უცხოელ სპეციალისტთნ ერთად;• მონაწილეობას მიიღებენ ინგლისურენოვან ინტელექტუალურ თამაშებში. ამასთანავე, მოსწავლეები განივითარებენ კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის, გუნდური მუშაობისა და სხვა სოციალურ უნარ-ჩვევებს. გაიღრმავებენ ენის ცოდნის კომპეტენციას.