• მილენიუმის მოსწავლეთა თვითმმართველობა

        • 06/03/2024
        • სკოლა ,,მილენიუმის'' მოსწავლეთა თვითმმართველობა იწვევს მარკეტინგის მენეჯერს სალომე ქირიას. სალომეს აქვს შვიდწლიანი გამოცდილება ამ სფეროში და ამჟამად მუშაობს ცნობილ ტექნოლოგიურ სტარტაპში Artisio-ში.ჩვენი მიზანია მოსწავლეებმა გაიგონ მეტი მარკეტინგზე და დავეხმაროთ მათ პროფესიის არჩევაში.

        • თანამშრომლობის მემორანდუმი

        • 11/01/2024
        • ახალი დიდი პროექტით დაიწყო 2024 წელი სკოლა მილენიუმში. სამომავლო თანამშრომლობის ოფიციალურად გასაფორმებლად ჩვენს სკოლას ეწვია ბათუმის მომავლის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ქალბატონი ცირა კასრაძე. ორივე სკოლა თანხმდება, რომ ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც თავად საგანმანათლებლო დაწესებულებების შემდგომი განვითარებისათვის, ისე ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისათვის.

          თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს, მათ შორის საგანმანათლებლო ექსკურსიებს აჭარასა და ქვემო ქართლში, ერთობლივ კონფერენციებს, მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს, ოლიმპიადებს, კონკურსებს, გაცვლით ტესტირებებსა და სხვ.

          შეხვედრას მილენიუმის დირექციასა და მასწავლებლებთან ერთად ესწრებოდა მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელიც, რომელმაც დიდი ინტერესი გამოხატა ბათუმელ თანატოლებთან მომავალი თანამშრომლობისა და დამეგობრების  მიმართ.

        • საქველმოქმედო აქცია

        • 11/01/2024
        • შეცვალე ცხოვრება და გახდი ბედნიერების მომსწრე - სწორედ ეს სლოგანი ამოძრავებს მილენიუმის მოსწავლეთა თვითმმართველობას. 27 დეკემბერი ჩვენთვის გამორჩეული დღეა. სწორედ ამ დღეს ვეხმარებით მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ჩვენ ვცვლით მათ ცხოვრებას უკეთესობისა და ბედნიერებისკენ. გახდი ბედნიერების მომსწრე!

        • ონლაინშეხვედრა თურქ თანატოლებთან

        • 27/11/2023
        • გრძელდება სკოლა მილენიუმისა და თურქეთის ქალაქ აიდინის კოლეჯის პარტნიორობა და მეგობრობა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის, I, II და III კლასის, მოსწავლეებს დღეს ონლაინ შეხვედრა ჰქონდათ ჩვენი მეგობარი თურქეთის ქალაქ აიდინის კოლეჯის თანატოლებთან. მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე დაამყარეს კომუნიკაცია, კითხვა - პასუხის რეჟიმში ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს ერთმანეთის შესახებ. მასწავლებელი: ნინო ბაქრაძე.

        • პროფესია: მეთოჯინე

        • 27/11/2023
        • ჩვენი სკოლის ორგანიზებით, სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში, მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დარამატულ თეატრს ესტუმრნენ და იხილეს მასტერკლასი - როგორ მზადდება თოჯინები სპექტაკლებისათვის. მოსწავლეები კიდევ ეწვევიან თეატრს და ამჯერად რეპეტიციის პროცესს დაესწრებიან, რაც აქამდე მოსმენილსა და ნანახს მეტად თვალსაჩინოს გახდის. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს მოსწავლეებს დაეხმაროს პროფესიული ორიენტაციის გარკვევაში, საკუთარი ინტერესის სფეროსა და შესაძლებლობების განსაზღვრაში და, ამასთან, ამა თუ იმ საქმიანობის სხვადასხვა პერსპექტივიდან დაკვირვებასა და გააზრებაში.

          მოსწავლეები მომავალში აქტიურად განაგრძნობენ სხვადასხვა დაწესებულებაში სტუმრობას, გაესაუბრებიან განსხვავებული პროფესიების წარმომადგენლებს, ადგილზე დააკვირდებიან მათ საქმიანობას და მიიღებენ ინფორმაციას იმ დადებითი და უარყოფითი მხარების შესახებ, იმ სირთულეებისა და ღირსებების შესახებ, რაც თითოეულ პროფესიას ახლავს.

        • მილენიუმის პირველკლასელები ანბანს შეეგებნენ

        • 27/11/2023
        • მილენიუმის 1-ლი კლასის მოსწავლეებმა დაასრულეს წინასაანბანო პერიოდი და შეაბიჯეს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში.

          ანბანის შესწავლის დაწყებას, ტრადიციულად, მიეძღვნა საზეიმო გაკვეთილი "აი ია".

          მასწავლებელმა, ბავშვების ინტერესის გამოსაწვევად, მრავალგვარი რესურსი გამოიყენა:

          დაახასიათეს მათთან კლასში სტუმრად მიბრძანებული ყვავილი "ია".

          გააფერადეს ია და ასო-ბგერები- "ი" და "ა"; ბოლოს კი პირველი ორსიტყვიანი წინადადების ამოკითხვაც შეძლეს.

          ჩვენმა პატარებმა დეკორატიული მავთულებით დაამზადეს ასოები და ქართული ენის ბადეში ჩაწერეს.

          კითხვისა და წერის შესწავლის შემდეგ მასწავლებლის მიერ წინასწარ გამზადებული ბარათები დაურიგდათ, სადაც ჩაწერილი იყო სიტყვები, რომელშიც ჩამალული იყო სიტყვა "ია" და მისი პოვნა დაევალათ. მოსწავლეებმა მარტივად გაართვეს თავი.

          სიბეჯითისა და მონდომებისათვის მათ სერთიფიკატები გადაეცათ; მოსწავლეებმა გაკვეთილი სიმღერით დაასრულეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

        • თურქეთის ქალაქ აიდინის კოლეჯის ვიზიტი მილენიუმში

        • 27/11/2023
        • ჩვენი სტუმრების, აიდინის კოლეჯის მოსწავლეებისა და მასწავლებლების, ვიზიტის პირველი დღე ,,მილენიუმში" სტუმრობით დაიწყო. როგორც სტუმარ-მასპინძლობის წესია, მილენიუმის მოსწავლეები სკოლის ეზოში შეეგებნენ თურქ მეგობრებს, გაიცნეს ერთმანეთი, დაათვალიერებინეს სასკოლო სივრცე, წაიხემსეს და მალევე გადაინაცვლეს ჩვენი ქალაქის ცენტრალურ პარკში, სადაც არაერთი ღონისძიება იყო დაგეგმილი:

          დღე საკმაოდ აქტიურად დაიწყო. ჩვენი პატარა სტუმრები, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ერთად, მოწვეულმა ანიმატორმა გაამხიარულა და გაახალისა;

          სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით, ჩვენმა სტუმრებმა მოისმინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენი ქალაქის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ. მეტი შთაბეჭდილებისა და თვალსაჩინოებისთვის, მილენიუმელებმა რუსთავის ციხეც უჩვენეს;

          დასასრულს, ჩვენი ქალაქის ქართული ცეკვების ანსამბლმა ,,გორგასალმა", ქორეოგრაფ ბადრი ბერაიას ხელმძღვანელობით, ცენტრალური პარკის სცენაზე რამდენიმე ქართული ხალხური ცეკვის ნომერი შემოგვთავაზა. პატარა მოცეკვავეებმა ზუსტად წარმოაჩინეს ქართული ხასიათი, მუხტი, სულისკვეთება და ერთიანად მოხიბლეს მაყურებელი - სტუმარიც და მასპინძელიც.

          დღის ბოლოს, განვლილი დღის შთაბეჭდილებით აღსავსე ჩვენი სტუმრები, მასპინძელ ოჯახებში გადანაწილდნენ.

        • იაკობის დღე მილენიუმში

        • 28/10/2023
        • კერძო სკოლა მილენიუმის დაწყებითი კლასების კათედრამ  საზეიმოდ აღნიშნა იაკობ გოგეშვილის დაბადების დღე - 27 ოქტომბერი. I- lV კლასის   მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს მწერლის  ცხოვრება და შემოქმედება.  პატარები სითბოთი და სიყვარულით საუბრობდნენ დიდი იაკობის   ღვაწლსა და დამსახურებაზე.  დასარულს, მოსწავლეებმა უმღერეს იაკობის დედაენას, ქართველთა წიგნთა წიგნს. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს  27 ოქტომბერი მიულოცა სკოლის დირექციამ.
          ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა გადაინაცვლეს სკოლის სააქტო დარბაზში, სადაც ნახეს ფილმი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა და  შემოქმედებაზე.

        • მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნები

        • 17/10/2023
        • უკვე რამდენიმე დღეა მილენიუმში მიმდინარეობს მოსწავლეთა თვითმართველობის არჩევნებისათვის მზადება. კლასებმა უკვე აირჩიეს თავიანთი წარმომადგენლები. ხვალ, 18 ოქტომბერს, კი მილენიუმელებს თავმჯდომარის არჩევა მოუწევთ. მეორე დღეა კანდიდატები საარჩევნო პროგრამებს აცნობენ თანატოლებს. დაინტერესება ძალიან დიდია, პროგრამები საინტერესო და ამბიციური. წარმატებას ვუსურვებთ ანა კვესაძეს, ანანო ჩალაძესა და ვასო უგრეხელიძეს.
          P.S. მომდევნო პოსტებში კანდიდატთა საარჩევნო პრეზენტაციებს შემოგთავაზებთ.
        • ახალგაზრდობის ფესტივალი თურქეთში

        • 13/05/2023
        • თურქეთის ქალაქ აიდინში ყოველწლიურად იმართება ახალგაზრდობისა და სპორტის ფესტივალი, რომელიც ათათურქის ინიციატივით 1938 წლიდან ემთხვევა თავად ათათურქის ხსენების დღეს, რაც, თავის მხრივ, თურქეთისათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია.

          ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად „მილენიუმის“ დამეგობრებული სკოლის, აიდინის კოლეჯის, მიწვევით გუშინ გაემგზავრა ჩვენი სკოლის წარმომადგენლობითი დელეგაცია ელზა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. მასწავლებლებთან ერთად 13 მილენიუმელი მოსწავლე წარმოაჩენს ჩვენს სკოლას, ქალაქს და სამშობლოს.

          ეს აიდინში მილენიუმის  რიგით მეორე ვიზიტია. აიდინის კოლეჯის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩვენთან. ამგვარი ურთიერთობები ფასდაუდებელია მოსწავლეთა განვითარებისათვის.

          წარმატება ვუსურვოთ მილენიუმელებს და ფესტივალს!

        • ზაზა ფერაძის სახელობის თასი "მილენიუმს" დაუბრუნდა

        • 13/05/2023
        • სიამაყით გამცნობთ ჩვენი სკოლის მოსწავლეების წარმატებას

          მაგიდის ჩოგბურთის ტრადიციულ ჩემპიონატში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მილენიუმელებმა გაიმარჯვეს

          ჩვენმა მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა ფერაძის სახელობის თასი მოიპოვეს

          ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ

        • ვებპროგრამირების კურსები

        • 13/02/2023
        • სკოლა "მილენიუმში" 1-ელი მარტიდან იწყება Front End ვებპროგრამირების ოთხთვიანი სასწავლო კურსი, რომელიც ითვალისწინებს HTML/CSS, JAVASCRIPT, REACT.JS თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას (32 ვორქშოპისაგან შემდგარი კურსის სრული სილაბუსი შეგიძლიათ იხილოთ სკოლის ადმინისტრაციაში).

          შეიქმნება ორი ასაკობრივი ჯგუფი: VI,VII,VIII და IX,X,XI კლასები.

          სკოლა "მილენიუმის" მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულია შეღავათიანი ფასი.

          მსურველები 25 თებერვლამდე ჩაეწერეთ სკოლის ადმინისტრატორთან.